ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე უარს ეტაპობრივად იტყვის
10 მარტი, 2022, 11:37
ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე უარს ეტაპობრივად იტყვის

თბილისი (GBC) -ევროკავშირი გეგმავს რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას - შესაბამისი დეკლარაცია უკვე მომზადებულია, და მისი განხილვა ვერსალში დაგეგმილი სამიტის დროს განიხილება - იტყობინება სააგენტო Reuters.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომი უკრაინაში ევროპის ისტორიაში ტექტონიკური ძვრა აღმოჩნდა, ხოლო ევროკავშირისთვის არსებული ვითარება შეფასებულია, როგორც გადამწყვეტი, რადგანაც რუსეთი ევროპისთვის უმსხვილესი მიმწოდებელია - კერძოდ, მასზე ევროპაში გაზის მიწოდების 40%, ნავთობის მეოთხედის, და ნახშირის 50% მოდის.

ზრდადი არასტაბილურობის, სტრატეგიული არასტაბილურობის, და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენი დამოკიდებულების შემცირებაზე, და ინვესტიციების ახალი მოდელის ჩამოყალიბების კუთხით“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ენერგომატარებლებზე სხვადასხვა დონეზე არიან დამოკიდებულები, ამიტომაც ევროკავშირი არ აზუსტებს მათზე უარის თქმის ვადებს. ერთად-ერო კონკრეტული ვადაა - 2030 წელი. „ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმები, და რუსულ ენერგომატარებლებზე უარს 2030 წლამდე ბევრად ადრე ვიტყვით“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამ დროისთვის რუსულ გაზზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული გერმანია, იტალია, უნგრეთი, და ავსტრია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები