ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რეფინანსირების 10.5% განაკვეთის აწევა გარდაუვალი ხდება
9 მარტი, 2022, 22:55
რეფინანსირების 10.5%  განაკვეთის აწევა გარდაუვალი ხდება

თბილისი (GBC) - რისკები გაცვლით კურსზე უკვე ასახულია და ვითარების ესკალაცია ლარს მნიშვნელოვანწილად აღარ გააუფასურებს, - სებ-ის პრეზიდენტმა ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებაზე განაცხადა, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეულმა უარყოფითმა მოლოდინებმა განაპირობა.


კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოვლენები არაპროგნოზირებადია, თუმცა  საექსპორტო, ტურისტული შემოსავლების და ფულადი გადმორიცხვების შემცირება ცალსახაა. გაცვლითი კურსიც სწორედ ამ მოლოდინებზე რეაგირებს.  დაძაბულობამ ომამდე არსებული კურსის  დადებითი ტრაექტორია შეცვალა. ასევე შეცვალ;ა ინფლაციის ტრაქეტორია. გაზაფხულზე  ვეღარ შემცირდება, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკა აღარ შერბილდება და  ეკონომიკა შენელდება.


თუმცა მისი თქმით, კარგია, რომ  ეკონომიკაზე მოსალოდნელი დანაკლისი,  კურსზე ავტომატურად რომ ისახება. მცირავი კურსის  სტაბილიზატორის ფუნქციაც სწორედ ამაში მდგომაროებს - რისკებს შოკისთანავე ისრუტავს, თითქმის სრულად,  და ლარის შემდგომ გაუფასურებას აკავებს. და პირიქით მდგომარეობის გუმჯობესების შემთხვევაში, მის გამყარებას ასტიმულირებს. "დიდი ნაწილი ასახული იქნება და კორექტირებას ძალინ ცოტა დასჭირდება", - კობა გვენტაძის თქმით,  რომ არა მცურავი კურსი რისკები დაგროვდებოდა და ერთბაშად ლარის დიდ გაუფასურებას გამოიწვევდა.


სებ-ის პრეზიდენტმა  დიდი გაუფასურებისას  სებ-ს ხელთ არსებული ბერკეტების, მათ შორის სავალუტო ინტერვენციების მიზანშეუწონლობაზე განაცხადა. თუმცა ამასთანავე ინტერვენციისთვის სებ-ის სრულ მზაობაზე აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში.


და ამის საჭიროება, დადგა 2022 -ის 9 მარტს,  2021 წლის სექტებრის შემდეგ, იმ დროდან, როცა $1 -3.1 ლარი ღირდა (მაშინ სებ-მა $60  მიაწოდა ბაზარს). 2022-ის 9 მარტის  $50 მილიონიან ინტერვენციაზე კობამ თქვა, რომ ამით სებ-მა ერთგვარად გაზომა რამდენად იყო ასახული  ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგი, რომლის შეფასებაც  ამ ეტაპზე რთულია.  ბანკებისგან $10 მლნ-ით ნაკლებმა მოთხოვნამაც  სებ-ს ამაზე მიანიშნა. 


კობა გვენეტაძენ ომის ზეგავლენით, ინფლაციური მოლოდინების გაუარესების მოლოდინზე განაცხადა, ომამდე არსებული  დადებითი განწყობების საპირისპიროად და 10.5% -მდე გამკაცრებული  მონეტარული პოლიტიკის  კიდევ  უფრო გამკაცრებაც არ გამორიცხა.


სებ-ს მპკ-ს სხდომა , გრაფიკით 30 მარტს უწევს და სებ-ის პრეზიდენტს არსებულ არაპროგნოზირებად გარემოში უჭირს პროგნოზირება,   რიგგარეშე სხდომის საჭიროება დადგება თუ არა. 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები