ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ლარი უფასურდება , მაგრამ ბაზარი მის დასტაბილურებას ელის
9 მარტი, 2022, 17:21
ლარი უფასურდება , მაგრამ ბაზარი მის დასტაბილურებას ელის

თბილისი (GBC) – ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ხუთშაბათის ოფიციალური კურსი $1/3.4 ლარით განისაზღვრა. ამავე კურსით შეისყიდეს ბანკებმა  სებ-ის გამოტანილი 39 570 000 აშშ დოლარი. ინტერვენციით სებ-მა ბაზრიდან 130 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.


 ბანკების მხრიდან სებ-ის  $50 მილიონიანი ინტერვენციის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას  ფინანსისტები ბაზრის მოლოდინებით ხსნიან.  აჟიოტაჟური კურსს  რუსეთის სამხედრო აგრესიით შექმნილი ვითარება განაპირობებს.  თუმცა საგანგაშო არ რაზეც ბაზრის ქცევაც მიანიშნებს. კურსი  აჟიოტაჟურია. ბანკებს საკმარისი ვალუტა აქვს შემოდინებული რუბლი ლარს  აუფასურებს გავრცელებული ვერსია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

 

თუმცა ფინანსისტები  ქვეყნის მთავარ  სავაჭრო პარტნორებში ვითარების სიმძიმეზეც  აღნიშნავენ.  ნავთობის მოსალოდნელ გაძვირებაზე, გაზის შოკურ ფასზე,  არაპროგნოზირებადობაზე, თურქეთში მაღალ ინფლაციაზე, რაც საქართველოს ბაზარს გადმოეცემა.   თუმცა მიაჩნია რომ პროცესების მართვადია. სებ-ს სავალუტო ინტერვენცუიის გარდა  სხვა  ბერკეტებიც  გააჩნია, მას შორისაა სარეზერვო მოთხოვნა მოზიდულ სახსრებზე  და  დაბანდებაზე

 

2022 წლის 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947  შეადგინა.

 

ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრით, გამყარდა ევრო კი 3.7360 ლარამდე,  5.58 თეთრით.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები