ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რომან გოცირიძე: „ჯორჯიან ეარვეისი“ ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლაში
9 მარტი, 2022, 12:59
რომან გოცირიძე: „ჯორჯიან ეარვეისი“ ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლაში

Tbilisi (GBC) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატო რომან გოცირიძე „„ჯორჯიან ეარვეისი“-ის მხრიდან რუსული საანგარიშსწორებო სისტემამირშიჩართვას გამოეხმაურა.

 

კერძოდ, მან გაავრცელა Facebook-ში შემდეგი შინაარსის განცხადება:

 

„7 მარტსჯორჯიან ეარვეისიჩაერთო რუსულ საანგარიშსწორებო სისტემამირში”. ავიაკომპანიის საიტზე ვიზასა და მასტერქარდს ეს რუსული საბარათო სისტემაც დაემატა და უკვე დაიწყო მისი მეშვეობით ავიაბილეთების გაყიდვა.

რუსეთისადმი საერთაშორისო ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, “მირიქვეყნის შიგნით და დსთ- ზოგიერთ სახელმწიფოში რუსეთის ფიზიკური და იურიდიულიპირების მიერ თანხების გადარიცხვის და პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების განხორციელების ერთადერთი საშუალებაა. ქართული ავიაკომპანია ამ ქმედებით ფაქტობრივად ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გვერდის ავლაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომჯორჯიან ეარვეისიკომერციულ ურთიერთობებს ამყარებს ისეთ რუსულ საანგარიშწორებო სისტემასტან, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახე. „მირმა“ 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო უკანონო ფინანსური საქმიანობის განახორციელება.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონის მეხუთე და მეექვსე მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უძრავი ქონების შეძენა და ასევე, ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა არის აკრძალული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322(2) მუხლის თანახმად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებსაქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი: )ჯგუფურად; )არაერთგზის; )ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, უნდა მიმართოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა ჯგუფს(FATF), რათა აღიკვეთოს ოკუპირებულ აფხაზეთში ამ რუსული საგადახდო სისტემის უკანონო საქმიანობა. “აირზენამუნდა შეწყვიტოს ამ კანონდამრღვევ რუსულ კომპანიასთან ურთიერთობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები