| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

Tbilisi (GBC) – იმ შემთხვევაში
თუ რუსული ნავთობის აკრძალვა გაგრძელდება, ევროპის ქვეყნებისათვის შეწყდება გაზის მიწოდება - აცხადებს რუსეთის მთავრობა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა,რაც ამერიკამ,ბრიტანეთმა და ევროკავშირმა განაცხადეს რუსული ნავთობის შეზღუდვის შესახებ.
რა სანქციები წესდება რუსეთის ნავთობსა და გაზზე?
მას შემდეგ რაც უკრაინამ აშშ-ს მოუწოდა სანქციების გაფართოების შესახებ,შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სრული აკრძალვა რუსული ნავთობის,გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე.
დიდმა ბრიტანეთი აუქმებს ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე,ხოლო ევროკავშირი 2/3-ით ამცირებს
რუსული გაზის იმპორტს. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, მათ აქვთ საკმარისი
დრო ალტერნატიული მარაგების მოსაძიებლად.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს "კატასტროფულ შედეგებს
მსოფლიო ბაზრისთვის".
ნავთობისა და გაზის ფასები უკვე მკვეთრად გაიზარდა და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუ რუსეთი შეაჩერებს ექსპორტს.რუსეთი ნავთობის ექსპორტით სიდიდით მესამე მწარმოებელია, აშშ-ს და საუდის არაბეთის შემდგომ. ყოველდღიურად წარმოებული ხუთი მილიონი ბარელიდან ნახევარზე მეტი ევროპაში მიდის.
აშშ- ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. 2020 წლის მონაცემებით
აშშ-ს იმპორტირებული ნავთობის მხოლოდ 3% არის რუსული.
წყარო:
BBC news
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss