| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო
წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022 აკადემიური წლის ჩათვლით მათი რაოდენობა
3,525-დან 17,139-მდე გაიზარდა, საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა კი 22% შეადგინა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, შესამჩნევად
გაიზარდა უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობაში
- 2.9%-დან 10.3 %-მდე.
2013-2014
სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე
მეტი აზერბაიჯანელი იყო. საშუალო მაჩვენებელმა აღნიშნულ პერიოდში 31% შეადგინა. თუმცა,
აზერბაიჯანელი სტუდენტების წილი 2017-2018 წლებიდან 2021-2022 წლების ჩათვლით საგრძნობლად
შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში წლიური ზრდის ტემპმა -24% შეადგინა. პარალელურად,
2017-2018 წლებიდან 2021-2022 წლების ჩათვლით, საგრძნობლად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების
რაოდენობა. უფრო ზუსტად კი, ამ პერიოდში ინდოელის სტუდენტების წილი 22 პროცენტული პუნქტით
(პპ-ით) გაიზარდა და 53 % შეადგინა.
აღსანიშნავია,
რომ გაანალიზებულ პერიოდში გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკიდან, დიდი
ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022
აკადემიური წლისთვის აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა 37 დან
435-მდე გაიზარდა და უცხოელი სტუდენტების 3% შეადგინა.
იმ
სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკისა და სტომატოლოგიის
პროგრამებზე, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022 აკადემიური წლისთვის საგრძნობლად,
34 პპ-ით გაიზარდა და 87%-ს მიაღწია. აღნიშნული კატეგორიის წილი ყოველწლიურად იზრდება,
განსაკუთრებით შესამჩნევად კი 2017-2018 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლისთვის
გაიზარდა (17 პპ-ით).
პარალელურად,
სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის, მართვისა და სამართლის საგანმანათლებლო
პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლისთვის გაიზარდა. თუმცა,
2017-2018 სასწავლო წლიდან აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების წილმა დაიწყო შემცირება
და 2021-2022 სასწავლო წლის მდგომარეობით 5% შეადგინა. აღნიშნული კატეგორიის შემცირება
ყველაზე შესამჩნევი 2018-2019 სასწავლო წელს იყო (11 პპ-ით). გარდა ამისა, შემცირდა
სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობდნენ სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე
და ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღნიშნულ კატეგორიაში 2013-2014 სასწავლო
წლიდან 2021-2022 სასწავლო წლისთვის მაჩვენებელი 12%-დან 3%-მდე დაეცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss