| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი რუსეთის მოქალაქეებს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემთხვევაში მოემსახურება. დოკუმენტი სულ 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის ხელმომწერი გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.
აგრეთვე, აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წლებში შეიჭრა. ხელმომწერი აგრეთვე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცნობიერებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
ხელმომწერი აგრეთვე უნდა ეთანხმებოდეს მეოთხე პუნქტს, რომლითაც ის არ იზიარებს რუსეთის მთავრობის პროპაგანდას და დაეხმარება ბრძოლას ამის წინააღმდეგ. ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში კი ხელმომწერს საქართველოს ბანკის ანგარიში გაუუქმდება.
დოკუმენტს ხელს ვინც არ მოაწერს, ბანკი მათ მომსახურებაზე უარს აცხადებს, რისი შემთხვევებიც უკვე იყო.
დღეისათვის საქართველოს ბანკის ფონდში, უკრაინის მხარდასაჭერად, უკვე 1 032 471 ლარია ჩარიცხული ჩარიცხული თანხა სრულად გადაირიცხება წითელ ჯვარში. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და უკრაინის ჰუმანიტარულ თუ შემდგომ რეაბილიტაციაში დახმარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ანგარიშის ნომერი: GE97BG0000000551792100
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss