| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო წლების მანძილზე რუსეთმა საქართველოდან ექსპორტის კუთხით მრავალწლიანი ლიდერობა დაკარგა.
2021 წლის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა ჩინეთი - სხვაობა რუსეთთან მინიმალურია - რუსეთში ექსპორტმა 610, ხოლო ჩინეთში 615 მლნ. დოლარი. თუმცა, თვითონ ეს ფაქტი ფასდება ხელისუფლების მიერ, როგორ მთავრობის რაციონალური და გათვლილი პოლიტიკის შედეგი.
მაგრამ რეალობა განსხვავებულია. პირველ რიგში საყურადღებოა, რომ წლების მანძილზე საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი უმნიშვნელო იყო - 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 25,6 მლნ.. 2013-ში 33,9 მლნ., 2014-ში 90 მლნ., დოლარი, შემდეგ დაიწყო ეტაპობრივი ზრდა - 2015-ში 125 მლნ., 2016-ში - 174,6 მლნ., 2017-ში - 201,4 მლნ. დოლარი., 2018-ში - 199,1 მლნ, 2019-ში - 207,5 მლნ. დოლარი.
მკვეთრი ზრდა დაიწყო 2020 წლიდან - 447,5 მლნ. დოლარი, და ეს - პანდემიის მიუხედავად. მაქსიმალურ მაჩვენებელს ჩინეთში ექსპორტმა 2021 წელს მიაღწია და 615 მლნ. დოლარი შეადგინა.
ერთი შეხედვით, ეს პოზიტიური ფაქტია და ექსპორტის დივერსიფიცირებას ნიშნავს, თუმცა, ექსპორტის სტრუქტურის დეტალური გაცნობა ცხადყოფს რომ სინამდვილეში ეს ექსპორტი ქვეყნის ეკონომისთვის თითქმის უსარგებლოა.
ეს ექსპორტი თითქმის მთლიანად რეექსპორტია - 541 მლნ. დოლარი მოდის სომხეთიდან შემოტანილ სპილენძის კონცენტრატებზე - სწორედ ამიტომ, ექსპორტის მკვეთრი ზრდა მაინც და მაინც ბოლო 3 წლის მანძილზე ხდება - იმის შემდეგ, რაც 2017 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.
სომხეთს ასეთი ხელშეკრულება არ გააჩნია, და ამიტომაც, მისთვის მომგებიანია რეექსპორტი საქართველოს გავლით. რეექსპორტს წარმოადგენს დარჩენილი საქონლის დიდი ნაწილიც - მაგალითად, ლითონები, ელექტროტექნიკური ხელსაწყოები, სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები, და ა.შ. ძირითადი უშუალოდ ქართული პროდუქტი, რომელიც ჩინეთში გადის, ღვინოა, რომელზეც მოდის 19 მლნ. დოლარი.
ამ მხრივ კი ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია - ღვინის ექსპორტი ან უმნიშვნელოდ იზრდება, ან საერთოდაც, მცირდება - 2020-ში ღვინის ექსპორტმა 16 მლნ.. 2019-ში - 20 მლნ., 2018-ში 21,5 მლნ., 2017-ში - 23,5 მლნ. დოლარი.
შესაბამისად, ჩინეთში ექსპორტის ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე თითქმის არანაირად არ აისახება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss