| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –საერთაშორისო
გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებიდან 410-მა რუსულმა
კომპანიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 590 მლნ ლარი მიიღო.
მათ შორის ტოპ სამმა
კომპანიამ ჯამურად 421 მლნ ლარი მიიღო,
ესენია : ,,ლუკოილ ჯორჯია’’,
,,მეტროვაგონმშენი’’, ,,ჩელიაბინსკტრანსსიგალის საქართველოს
ფილიალი’’. გაგაცნობთ ინფორმაციას
ამ კომპანიებზე:
საჯარო რეესტრის სამსახურის მიხედვით ლუკოილ ჯორჯია საქართველოში დარეგისტრირდა 2002 წელს. მან სახელმწიფო
შესყიდვებიდან 2011-2021 წლების განმავლობაში
200მლნ ლარი მიიღო.ლუკოილს სულ 34 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 23-ში გაიმარჯვა,ხოლო 8 მიმდინერე ტენდერი ამჟამადაც ფიქსირდება. დოკუმენტაციიდან ირკვევა,რომ ლუკოილის 100%-იანი წილის
მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება LITASCO
გახლავთ. ლუკოილი 2022 წლის იანვრის
ტოპ 5 იმპორტიორ კომპანიაშიც ფიქსირდება. 2020 წლის ანგარიშგებით
ლუკოილმა 239,3მლნ ლარი შემოსავალი
დააფიქსირა და 5,7მლნ ლარის ხელფასები დაარიგა.
კომპანია ,,მეტროვაგონმშენმა’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2011-2021 წლებში 175 მლნ
ლარი მიიღო სახელმწიფო შესიდვებისგან. ამ სახელწოდებით საჯარო რეესტრის სამსახურში ინფორმაცია არ იძებნება.
შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალს 2013 წელს დარეგისტრირდა. 8 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო შესყიდვებიდან 46მლნ ლარი აქვს მიღებული. კომპანიას სულ 92 ტენდერში აქვს მიღებული და აქედან 29 მისი გამარჯვებით დასრულდა. ამის გარდა კომპანია 3 მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება.
წყარო: tendermonitor.ge, reportal.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss