| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ოპოზიციური
პარტია „ლელო“ ავრცელებს განცხადებას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად ჩამოსვლის თაობაზე:
არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა.
ღია სამხედრო დაპირისპირების პირობებში, რომელიც გამოიწვია რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინის სახელმწიფოზე, რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა წარმოქმნას უკონტროლო ვითარება და სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
1. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღეს მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.
2. ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss