ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ და მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $5.2 მლრდ-ს გამოუყოფს
4 მარტი, 2022, 12:50
სსფ და მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $5.2 მლრდ-ს გამოუყოფს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (WB) უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ჩვენ ღრმად ვართ შოკირებული და დამწუხრებული იმ დამანგრეველი ადამიანური და ეკონომიკური ზარალით, რაც უკრაინაში ომმა მოიტანა. ადამიანები იღუპებიან, ზიანდებიან და იძულებულნი არიან გაიქცნენ, მასიური ზიანი მიადგა ქვეყნის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ შემზარავი მოვლენების დროს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საფინანსო ინსტიტუტების განცხადებით, ომი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე. სასაქონლო ფასები იზრდება და ინფლაციის კიდევ უფრო გაძლიერების რისკები იქმენა, რაც ყველაზე მეტად აზარალებს ღარიბ მოსახლეობას.

მათი ვარაუდით, თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ფინანსურ ბაზრებზე შეფერხებებიც გაგრძელდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოცხადებულ სანქციებს ასევე ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა.

ჩვენი ინსტიტუტები ერთად მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსებისა და პოლიტიკის ფრონტებზე და სასწრაფოდ აძლიერებენ ამ მხარდაჭერას. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით ხელისუფლებასთან კრიზისულ ზომებთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩვენ ვუპასუხებთ უკრაინის მოთხოვნას სასწრაფო დაფინანსების შესახებ სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ჩვენმა საბჭომ შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში განიხილოს.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდი აგრძელებს მუშაობას უკრაინის . Stand-by Arrangement პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დამატებითი $2.2 მილიარდია ხელმისაწვდომი ივნისის ბოლომდე.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ამზადებს $3 მლრდ-ის მხარდაჭერის პაკეტს უახლოეს თვეებში, დაწყებული ბიუჯეტის მხარდაჭერის ოპერაციით, მინიმუმ $350 მლნ-ის ოდენობით, რომელიც საბჭოს დასამტკიცებლად ამ კვირაში წარედგინება, რასაც მოჰყვება $200 მლნ ჯანდაცვისა და განათლების მხარდაჭერის სწრაფი გადარიცხვა.

ეს პაკეტი მოიცავს დაფინანსების მობილიზებას განვითარების რამდენიმე პარტნიორისგან და ჩვენ მივესალმებით უკვე გამოცხადებულ მხარდაჭერას მრავალი ორმხრივი პარტნიორისგან“, - აცხადებს IMF და WB.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები