| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

Tbilisi (GBC) -საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მკვეთრად დაწია რუსეთის საკრედიტო რეიტინგი CCC--მდე, უცხოურ ვალუტაში – с ВВ+ -მდე, რუბლებში კი - ВВВ-მდე - იტყობინება სააგენტო. რეიტინგი CCC- ნიშნავს, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს გადახდისუნარიანობის კუთხით, ხოლო ვალების გასტუმრება დამოკიდებულია ხელსაყრელ ეკონომიკურ კონიუნქტურაზე.
საკრედიტო რეიტინგი შემცირდა საერთაშორისო სანქციების და ამ მიზეზით ქვეყნის დეფოლტის ალბათობის გაზრდის გამო. სააგენტოს შეფასებით, მთავრობის რეაქცია, კერძოდ კი რუბლის კურსის დაცვისთვის კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლის დაწესება ქვეყნის მიერ ვალების მომსახურების შესაძლებლობას მკვეთრად შეამცირებს.
თებერვალში S&P-მ დაწია საკრედიტო რეიტინგი ВВВ-დან BB+-მდე, თუმცა, ახალი სანქციების დაწესების გამო, სააგენტოს გადაწყვეტილებას გადახედა. სააგენტო ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთის რეიტინგი კიდევ შემცირდება, ხოლო შეფასების შემცირება კიდევ 3 საფეხურით, ნიშნავს ქვეყნის დეფოლტს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss