| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - ტრადიციულად საქართველოსთვის
უმსხვილეს, ყველაზე
სასურველ, და
შეუცვლელ საექსპორტო
ბაზრად ათწლეულების
მანძილზე ითვლება
რუსეთი. იმის
მიუხედავად, რომ
ეს ბაზარი
უკიდურესად არასტაბილური
და არასანდოა,
როგორც ეკონომიკური,
ასევე პოლიტიკური
მიზეზების გამო,
საქართველოს ყველა
მთავრობა და
თითქმის ყველა
ბიზნესი ნატრულობს
რუსული ბაზრის
შენარჩუნებას, და
ხშირად ამის
გამო მნიშვნელოვანი
კომპრომისებისთვისაც მზადაა.
პერიოდულად რუსეთში
ექსპორტი მცირდება,
რაც, როგორც
წესი, ლარის
კურსზე ნეგატიურად
აისახება,
ასევე რუსული
რუბლის ნებისმიერი
მერყეობა პირდაპირ
ურტყამს ლარის
კურსს.
ეს ტენდენცია
უცვლელია ათწლეულების
მანძილზე, თუმცა,
ქართული ბიზნესიც
და საქართველოს
მთავრობა რუსულ
ბაზარზე ორიენტაციას
ვერა და
ვერ იცილებს
თავიდან - ქართული
პროდუქციის შედარებით
მაღალი ცნობადობა
და ხარისხის
დაბალი სტანდარტები
- აი ესაა
ორი ძირითადი
ფაქტორი, რომლის
გამოც რუსული
ბაზარი დღემდე
შეუცველი რჩება.
2012 წელს,
ნაცმოძრაობის ხელისუფლების
პირობებში, რუსეთში
ექსპორტი თითქმის
ნულოვანი იყო
- 46 მლნ. დოლარი,
მაშინ, როდესაც
მთლიანი ექსპორტი
2,3 მლრდ. დოლარს
შეადგენდა. 2013 წელს,
„ქართული ოცნების“
ხელისუფლების პირობებში
რუსეთში ექსპორტმა
მკვეთრი ზრდა
დაიწყო - აღსანიშნავია,
რომ 2013 წლიდან
დღემდე რუსეთში
ექსპორტი გაცილებით
მეტად იზრდებოდა,
ვიდრე მთლიანი
ექსპორტი.
მაგალითად, 2013 წელს
რუსეთში ექსპორტმა
190 მლნ. დოლარი
შეადგინა, ხოლო
მთლიანმა - 2,9 მლრდ.
ანუ, რუსული
მიმართულება გაიზარდა
4-ჯერ, მაშინ
როდესაც მთლიანი
ექსპორტი - მხოლოდ
2,3-დან 2, 9 მლრდ.
დოლარამდე.
ანალოგიური დინამიკაა
მომდევნო წლებშიც
- 2014-ში - 274 მლნ.
(2,8 მლრდ.), 2015-ში
- 162 მლნ. (2,2 მლრდ.),
2016-ში - 206 მლნ.
(2,1 მლრდ.), 2017-ში
- 397 მლნ. (2,7 მლრდ.),
2018-ში - 437 მლნ.
(3,3 მლრდ.), 2019-ში
- 496 მლნ. (3,7 მლრდ.),
2020-ში - 441 მლნ.
(3,3 მლრდ.), 2021-ში
კი - 610 მლნ.
(4, 2 მლრდ.).
სტატისტიკა ადასტურებს,
რომ წლების
მანძილზე მთლიანი
ექსპორტი 2012 წელთან
შედარებით ან
არ იზრდებოდა
ან მცირდებოდა,
შესაბამისად, რუსეთის
წილი ყოველწლიურად
მატულობდა. ასევე
ჩანს ჩავარდნა
- 2014-2015 წლები, როდესაც
ყირიმის ანექსიის
გამო დაწესებულმა
სანქციებმა და
ნავთობის გაიაფებამ
რუსეთში მოსახლეობის
ფინანსური მდგომარეობა
მკვეთრად გააუარესა.
საბოლოო ჯამში,
2012 წელთან შედარებით
2021 წელს რუსული
ექსპორტი 13-ჯერ
გაიზარდა, მაშინ
როდესაც მთლიანი
ექსპორტი - მხოლოდ
1,4-ჯერ. ეს
ნათლად მეტყველებს
რამდენად არაპროპორციულად
მაღალია მთლიან
ექსპორტში რუსეთის
წილი.
უახლოეს თვეებში
საქართველოს ეკონომიკას
კიდევ ერთი
გამოცდა ელის
- ფართომასშტაბიანიო სანქციების
გამო, რუსეთის
ეკონომიკას ღრმა
კრიზისი ელის,
და მასთან
ერთად - საქართველოსაც.
კიდევ ერთხელ,
უკვე მერამდენედ,
საქართველო ერთსა
და იგივე
ხაფანგში ყოფს
ფეხს - ერთი
და იგივე
შედეგით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss