ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
10 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 0.5 მლრდ რუსულ კომპანიებს გადაეცა - ტენდერები
2 მარტი, 2022, 16:01
10 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 0.5 მლრდ რუსულ კომპანიებს გადაეცა - ტენდერები

თბილისი (GBC) - 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 410 კომპანია მოიცავს, როგორც უშუალოდ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელები რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები არიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ელექტრონული ტენდერებით და გამარტივებული შესყიდვით აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია. ჯამური 590 მლნ ლარიდან 525 მლნ ლარი ელექტრონულ ტენდერებზე მოდის, ხოლო 65 მლნ ლარი — გამარტივებულ შესყიდვებზე.

რაც შეეხება კომპანიებს რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს - ჯამურად, 10-მა კომპანიამ 476 მლნ ლარი მიიღო, რაც რუსული კომპანიების მიერ მიღებული თანხის 81%-ია.

 

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი რუსული კომპანია „ლუკოილია“, 2012-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 200 მლნ ლარამდე მიიღო.  

 

სს „მეტროვაგონმაში“

2021 წლის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მლნ ევროდ (175 მლნ ლარად) რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან" იყიდის. ვაგონების შესყიდვა 2022 წელს დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება. აღნიშნული ტენდერების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინფორმაცია არ იძებნება, რადგან ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) დაფინანსებით და წესებით ჩატარდა. აღნიშნულ ტენდერში და შესაბამისად, გამარჯვებულის შერჩევაში თბილისის მეტროს მმართველი კომპანია - თბილისის მერიის მფლობელობაში მყოფი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ჩართული არ იყო.

 

შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალი“

შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალს“ 2013-2017 წლებში 46 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 29 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს „კლასიკ-სტროი“

 

შპს „კლასიკ-სტროის“ 2015-2021 წლებში 15.7 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 21 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.

 

 

 შპს „ინვესტსტროირეგიონ“

რუსეთში რეგისტრირებული შპს „ინვესტსტროირეგიონს“ 2014 წელს 6.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს „გროსინვესტ კაპიტალი“

შპს „გროსინვესტ კაპიტალს“ 2016-2017 წლებში 6.1 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 10 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 3 მლნ ლარიანი კონტრაქტი მასთან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2017 წლის სექტემბერში გააფორმა.

 

შპს „ინდივიდ-პარტნიორი“

შპს „ინდივიდ-პარტნიორს“ 2017-2019 წლებში 5.6 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 5 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.

 

შპს „ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“

 

შპს „ნანოტეხსტროის ფილიალს საქართველოში“ 2016 წელს 5.6 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. შპს „ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“  2016 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა საქართველოში. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა.

 

 შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადი“

 

შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადს“ 2015-2021 წლებში 5.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 10 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.

 

 შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“

 

შპს „ლიტომის წარმომადგენლობას საქართველოში“ 2015-2016 წლებში 3.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები