| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რუსეთის მთავრობაში არ ელოდნენ დასავლეთის მხრიდან ყველა ქვეყნის მიერ შეთანხმებულ მასშტაბურ სანქციებს - იტყობინება „რადიო თავისუფლება“.
პირველ რიგში ეს მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთის მთავრობის ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკისთვის.
„მთავრობაში ელოდნენ შეზღუდულ სანქციებს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო, თუმცა, არა სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაწესებულ დამანგრეველ აკრძალვებს“ - განაცხადა წყარომ. ზოგადად, ომის დაწყება ამ ფორმატით, მთავრობის წევრებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა - მეტის, მათ საერთოდ არ იცოდნენ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გეგმების შესახედ.
ომის დაწყება მათთვის შოკი იყო.
„მთავრობა ემზადებოდა გარკვეული სანქციებისთვის, მაგალითად, SWIFT-დან გათიშვისთვის, და ამ კუთხით სტრეს-ტესტებსაც ატარებდა. მაგრამ დასავლეთი ბევრად უფრო მკაცრ ზომებზე წავიდა, მათ შორის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაზე. ასეთ სანქციებზე არავის უფიქრია, და ამისთვის არავინ ემზადებოდა“ - განაცხადა წყარომ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss