| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ExxonMobil, BMW, Ford, Boeing –
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მსხვილი დასავლური კომპანიების, რომლებმაც უკრაინაში დაწყებული ომის
შემდეგ რუსეთს ტოვებენ. „ExxonMobil მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლის და საკუთარი მომავლის დაცვის უფლებაში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და მის ხალხს ემუქრება. შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვწყვეტთ რუსეთში ნავთობის და გაზის მოპოვებას“ - ნათქვამია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის განცხადებაში.
გერმანული კონცერნი BMW იტყობინებაб რომ,
კალინინგრადში თავისი ავტომობილების აწყობას და რუსეთში ექსპორტს წყვეტს.
„მიმდინარე
გეოპოლიტიკური სიტუაციის
გამო ჩვენ
ვაჩერებთ ადგილობრივ
წარმოებას და
რუსეთში ავტომობილების
ექსპორტზე უარს
ვაცხადებთ“ - განაცხადა
კონცერნის ხელმძღვანელობამ.
რუსეთთან პარტნიორობას
ასევე წყვეტს
Ford, რომელიც ბოლო
წლებში რუსეთში
ძირითადად კომერციული
ფურგონებს უშვებდა.
„შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე, ჩვენ
შევატყობინეთ პარტნიორებს,
რომ ვაჩერებთ
მუშაობას რუსეთში.
ეს გადაწყვეტილება
ძალაში დაუყოვნებლივ
შედის“ - განაცხადა
კომპანიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss