| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.1%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.1%), ზეთი და ცხიმი (3.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.7 %), პური და პურპროდუქტები (1.7 %); თევზეული (1.4 %).
ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7%); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 %, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (3.8%); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.5 %); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.1 %-ანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-7.4%), ისე ტანსაცმლის (-2.6 %) ქვეჯგუფებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss