| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა
და 81 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
კანონპროექტით, განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების
დაცვის ზოგადი პრინციპები, რეგულირების სფერო და მასში განმარტებულია ყველა შესაბამისი
ტერმინი, ასევე, მომხმარებლისა და მოვაჭრის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები.
კანონპროექტით, წესრიგდება სამომხმარებლო
ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი
გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის
შედეგები.
კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების
პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული
ნორმები.
ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების
დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო;
დგინდება სააგენტოს უფლებამოსილება, მის მიერ საქმის შესწავლის პროცედურები და ვადები.
განისაზღვრება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების
მიღებისა და მისი გამოქვეყნების წესი, სანქციები ამ კანონის დარღვევისთვის, სააგენტოს
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, სააგენტოს საქმიანობის ანგარიშგება და სხვა საკითხები.
სხდომაზე მხარი ასევე დაუჭირეს „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss