ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სანქციები და დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს საბანკო სექტორში
1 მარტი, 2022, 13:15
სანქციები და დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს საბანკო სექტორში

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო სისტემა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ და ერთობლივი ძალებით ყველა ზომას იღებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთი სანქცია დაუწესა აგრესორ რუსეთს და რუსულ ბანკებს.

გვსურს, განვმარტოთ აღნიშნული სანქციების გავლენა საქართველოს საბანკო სისტემაზე და მის მომხმარებლებზე.

სექტორი ამ პერიოდში მაქსიმალურად მობილიზებულია, იღებს ეფექტურ გადაწყვეტილებებს და სწრაფ ადაპტირებას ახდენს მიმდინარე ცვლილებებზე.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ ვითიბი ბანკზე დაწესებულ სანქციებს, რის შედეგადაც, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვითიბი ბანკ ჯორჯიამ საკუთარი საცალო პორტფელი ბაზისბანკზე გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

რას ნიშნავს ეს ცვლილება ვითიბი ბანკ ჯორჯიას მომხმარებლებისთვის? ვითიბი ბანკ ჯორჯია განაგრძობს იურიდული პირების მომსახურებას, დღესდღეობით მას საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა გააჩნია ამისთვის; ხოლო, ფიზიკური პირები ხდებიან ბაზისბანკის მომხმარებლები. ბაზისბანკს ბაზარზე მოღვაწეობის 28 წლიანი ისტორია აქვს და უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია. ამ გარიგების შედეგად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყოფილ მომხმარებლებს სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებები. ისინი, როგორც ახლა უკვე ბაზისბანკის მომხმარებლები, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში.

შემდეგი სანქცია უკავშირდება რუსული ბანკების გათიშვას SWIFT სისტემიდან. SWIFT-ი საერთაშორისო ანგარიშსწორების და კომუნიკაციის უნივერსალური სისტემაა. ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომხმარებლები, ვეღარ შეძლებენ SWIFT სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან, ასევე ვერ შეძლებენ გადარიცხვების მიღებას სანქცირებული ბანკებიდან.

სანქციები, ასევე, დაწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს - იქნება ეს განაღდება თუ გადახდები. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც.

სანქციების რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვაანალიზებთ შეზღუდვების შესაძლო გავლენას საქართველოს საბანკო სისტემაზე.

საბანკო სისტემის მიზანია მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, განვითარების ტემპის შენარჩუნება და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები