ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
G&T ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს - ომის გავლენა საქართველოზე
1 მარტი, 2022, 16:46
G&T ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს - ომის გავლენა საქართველოზე

თბილისი (GBC) - საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის. G&T-ის პროგნოზით წელს ქვეყნის ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად 3%-ით გაიზრდება საბაზისო სცენარით. ნეგატიური სცენარის შემთხვევაში კი ეკონომიკა 1%-ით ვარდნას განიცდის.

ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში G&T ელის რომ ქვეყანას ექსპორტი და ფულადი გზავნილები 520 მილიონი დოლარით შემცირდება წლიურად, თუმცა ეს დანაკარგი იმაზე დაბალია ვიდრეე მაგალითად 2020 წელს ტურიზმის გაჩერებით მიღებული ზარალი რომელიც 2 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

პირველი სცენარის მიხედვით, რომელიც ომის დროულ ესკალაციას ითვალისწინებს - ლარის კურსი 3.25-ის ფარგლებში იქნება, ინფლაციის დონე სასუალოდ 7% იქნება, ხოლო ტურიზმის აღდგენა კი 75%-ით მოხდება.

მეორე სცენარის მიხედვით - რომელიც ომის გახანგრძლივებასთან ერთად, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს - ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით შემცირდება; ლარის კურსუ 3.4-ზე იქნება, ხოლო ინფლაციის დონე კი 9%-ის ფარგლებში. ამ სცენარის მიხედვით ტურიზმი 2019 წლის დონესთან შედარებით 60%-ით აღდგება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები