ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Bloomberg: ევროპა რუსული გაზის გარეშე გაძლებს
1 მარტი, 2022, 14:23
Bloomberg: ევროპა რუსული გაზის გარეშე გაძლებს

თბილისი (GBC) –ბელგიური  ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის დასკვნით, ევროპას შეუძლია მომავალი ზამთრის გადატანა რუსული გაზის გარეშე ისე, რომ ეკონომიკას დიდი ზარალი არ მიაყენოს. პირველ რიგში ევროკავშირის 27 ქვეყანამ უნდა შეამციროს გაზის მოხმარება 10-15%-ით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას მთლიანად შეწყვეტს.

ასევე შესაძლებელია აქცენტის გადატანა თხევად გაზზე, ძირითადად შტატებიდან, თუმცა, ის უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ბუნებრივი აირი. გარდა ამისა, საჭიროა გაზსადენების სათანადო დონეზე შევსება.

თუმცა, არსებობს სხვა ტიპის სირთულეები, მაგალითად, ის რომ გაზის მიწოდების წყაროების შეცვლა ათობით წესის გადახედვა, დიდი ფულის სწრაფად დახარჯვა, და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ამ დროისთვის ევროკომისია ევროკავშირის ენერგეტიკული მდგრადობის და გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შეცვლის პროგრამაზე მუშაობს“ - ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, ბელგიური კომპანიის ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსული გაზის მთლიანი ჩანაცვლება ჯერ ვერ ხერხდება - მაგალითად, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი - ნორვეგია - მიწოდებას ვერ გაზრდის. ამის შესახებ განაცხადა ნორვეგიული Equinor-ის დირექტორმა ანდერს უდეპალმა.

ნორვეგია ისედაც მაქსიმუმზე მუშაობს“ - განაცხადა მან. ევროპაში გაზის მიწოდების ზრდის მოთხოვნა აზერბაიჯანმაც მიიღო, მაგრამ ამ დროისთვის გაზსადენ TAP-ის მიერ გასატარებელი ბუნებრივი აირი (დღე-ღამეში 27-29 მლნ. კუბური მეტრი) უკვე დაკონტრაქტებულია საბერძნეთის, ბულგარეთის, და იტალიისთვის. დამატებით რაოდენობა კი აზერბაიჯანს ამ დროისთვის არ გააჩნია.

ასევე ვერ გაიზრდება გაზის მიწოდება ალჟირიდან და ლიბიიდან - მაგალითად, ლიბიის ნავთობის და გაზის მინისტრმა მუჰამედ აუნმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ლიბიას შეუძლია მცირედით გაზარდოს მოპოვება, მაგრამ ევროკავშირისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის საკმარისი არაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები