ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ALDE-ს დოკუმენტში საქართველოს EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაც ჩაიწერა
28 თებერვალი, 2022, 20:48
ALDE-ს დოკუმენტში საქართველოს EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაც ჩაიწერა

თბილისი (GBC) - ევროპარლამენტის პარტია ALDE-ს წევრები მათი პარტიის ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროპულ საზოგადოებას მოუწოდებენ, დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დაჩქარებულად გაწევრიანებაზე. ერთობლივ განცხადებას პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს.

 

"ევროკავშირისკენ მიმავალი გზა განპირობებული უნდა იყოს სახელმწიფო მეთაურების მიერ სუვერენიტეტზე, საერთაშორისო სამართალზე, ევროპულ ღირებულებებზე თავდასხმის აღიარებით; რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის აშკარა დაგმობით.

 

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფინანსური მხარდაჭერის ფონდი, "მარშალის სტილის" პაკეტი უკრაინის აღსადგენად;

 

ჩვენ, ასევე უნდა დავაჩქაროთ ჩვენი სტრატეგიული გადახედვა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე.

 

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო სპორტულ და კულტურის ორგანიზაციებს, ინსტიტუტებსა და ფედერაციებს, რუსეთი გარიცხონ მათი რიგებიდან, ასევე აკრძალონ რუსეთის მონაწილეობა ღონისძიებებში;

 

ამავე დროს ჩვენ სოლიდარულები ვართ და ვაფასებთ რუსეთის ყველა იმ მოქალაქის სიმამაცეს, ვინც რუსეთში რისკავს დაპატიმრებით და აპროტესტებს მათი პრეზიდენტის ომს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელით დაიწყო. ჩვენ ვადასტურებთ უწყვეტ მორალურ მხარდაჭერას ჩვენი წევრი პარტიების მიმართ რუსეთში", - წერია განცხადებაში.

 

სტრატეგია აღმაშენებლისა, რესპუბლიკური პარტიის და თავისიფალი დემოკრატების მონაწილეობით, AlDES ლიდერების მიერ შემუშავდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. პარტიებმა სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა შესთავაზეს დღევანდელ დახურულ საგანგებო შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განხილვა დაწყებულიყო. (წყარო: ბიზნესფორმულა) 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები