ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა 20%-მდე გაამკაცრა
გიგა თვაური
28 თებერვალი, 2022, 18:26
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა 20%-მდე გაამკაცრა

თბილისი (GBC) - რუსეთის მთავრობა დილიდან იბრძვის დასავლეთის სანქციების შედეგად რუსული რუბლის გაუფასურებით გამოწვეული ვარდნის შესამცირებლად.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა უცხოელების მიერ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და საბაზისო განაკვეთი 9.5% დან 20%-მდე გაზარდა. აცხადებენ, რომ ეს ქმედება რუსულ რუბლს გამყარებაში დაეხმარება. თავდაპირველად, რუბლი ევროსთან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა, შუადღისას კი დაახლოებით 11%-ით შემცირდა.

,,განაკვეთის გაზრდა შესაძლებელს გახდის სადეპოზიტო განაკვეთების გაზრდას იმ დონეზე, რაც აუცილებელია გაზრდილი დევალვაციისა და ინფლაციის რისკების კომპენსაციისთვის.ეს ხელს შეუწყობს ფინანსური და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას და მომხმარებლის დანაზოგის ამორტიზაციისგან დაცვას.’’ - აცხადებს რუსეთის ცენტრალური ბანკისხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა.

რუბლის კოლაფსმა რუსეთში ბანკებსა და ბანკომატებთან თანხის გამოსატანად დიდი რიგები გამოიწვია. მოქალაქეებმა ბანკებიდან თანხის გატანა დაიწყეს.

რუსული რუბლი 30%-ით გაუფასურდა დოლართან, მას შემდეგ,რაც დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბანკების SWIFT-იდან გათიშვის შესახებ გამოაცხადეს.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, განაკვეთის ზრდა ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას და მოქალაქეთა დანაზოგების დაცვას გაუფასურებისგან.

ვალუტის გაძლიერების მცდელობებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროც შეუერთდა და ექსპორტიორებს სთხოვდა, გაეყიდათ მყარი ვალუტის შემოსავლების 80% (რუბლებში). საჭიროების შემთხვევაში, ის ბანკების კაპიტალიზაციის გაზრდის ზომებს დააწესებს, ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის საფონდო ბირჟამ, Deutsche Börse-მა, ვაჭრობა შეაჩერა 16 რუსული კომპანიის ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის Sberbank-ის, VTB-ის და Gazprom-ის.

მოსკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტი აფრთხილებს  ქალაქის მაცხოვრებლებს, რომ შეიძლება მათ Apple Pay-ის, Google Pay-ს და Samsung Pay-ის გადახდებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, VTB-სთვის დაწესებული  სანქციების გათვალისწინებით, რომელიც აგრეთვე ბარათით გადახდებს ახორციელებს მეტროში, ავტობუსსა და ტრამვაიში.

წყარო: politico.eu; voanews.com; DW.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები