ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკის განცხადება VTB ჯგუფის სანქცირებაზე
25 თებერვალი, 2022, 11:36
ბანკის განცხადება  VTB ჯგუფის სანქცირებაზე

თბილისი (GBC) –სსვითიბი ბანკი ჯორჯიაარის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი საქართველოში და  ბანკებს შორის, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. სსვითიბი ბანკი ჯორჯიაარის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, როგორც ფინანსურად, ასევე იურიდიულად. ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ. ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, 1 თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-,  რომელიც თანხობრივად 565 მლნ. ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ- მზად არის უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები