ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში შესაძლოა რეგულარი ბენზინი ლიტრზე 3,5 ლარამდე გაძვირდეს
22 თებერვალი, 2022, 11:28
საქართველოში შესაძლოა რეგულარი ბენზინი ლიტრზე 3,5 ლარამდე გაძვირდეს

თბილისი (GBC) –22 თებერვალს დილიდან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე მკვეთრად ძვირდება ნავთობი - კერძოდ, ზრდამ 3% შეადგინა, და შავი ოქრო 2014 წლის 30 სექტემბრის შემდეგ პირველად ბარელზე 97 დოლარს გადააჭარბა.

ნავთობის ფასების ზრდას რუსულ-უკრაინული კონფლიქტის გარდა ხელს უწყობს ასევე საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ის განცხადება ნავთობზე მოთხოვნის ზრდის თაობაზე. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, თუ ნავთობის საერთაშორისო ფასი 100 დოლარამდე გაიზრდება, ეს გამოიწვევს ყველაზე იაფი და მოთხოვნადი ბენზინის - რეგულარის - გაძვირებას საქართველოში ლიტრზე 3,5 ლარამდე.

ამ ეტაპზე ნავთობის საერთაშორისო ფასი თითქმის მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს - 100 დოლარს, და შესაძლოა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში ამ ნიშნულს გადასცდეს კიდეც. ამ ვითარებაში საწვავის მორიგი გაძვირება გარდაუვალი იქნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები