ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ერთ წელში სასტუმროები საშუალოდ 5.3%-ით გაძვირდა
21 თებერვალი, 2022, 16:12
ერთ წელში სასტუმროები საშუალოდ 5.3%-ით გაძვირდა

თბილისი (GBC) - 2022 წლის იანვარში, 2021 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 5.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.4%-ით გაიზარდა.  PMC-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 5.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.6%-ით შემცირდა. კვლევის შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვებით. 

იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა5 132 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 237 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების6 საშუალო ფასმა იანვარში 107 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 441 ლარი შეადგინა. კახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 567 ლარი შეადგინა, თბილისში - 524 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 487 ლარი, ხოლო აჭარაში - 362 ლარი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები