| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რიყის დოქების ახალი სიცოცხლე - " გვინდა რიყის დოქებში ტურისტული ცენტრი გავაჩინოთ, მათ შორის შეიქმნას ღვინის მუზეუმი, - ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დოქები 10 მლნ ლარამდე ჩამოაფასა. ინვესტორი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„წინა აუქციონების შედეგად, იმ ფასით, რომელიც გამოცხადებული იყო, ვერ მივიღეთ დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება, რომელიც არსებობს, დაინტერესებულ მხარეებთან წარიმართება წარმატებით და ობიექტი გაცოცხლდება. ალბათ ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, დოქების სივრცის ნაწილი ქართული ღვინის თემატიკას შეეხოს. იმედი გვაქვს, მეტ ტურისტს მოვიზიდავთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„რიყის დოქები“ გასაყიდად ხუთჯერ გამოიტანეს. 95 მლნ ლარიდან ჯერ 30 მლნ -მდე ახლა 10 მლნ ლარამდე ჩამოფასდა. თბილისის მერს დოქების 95 მილიონად გაყიდვა ჯერ კიდევ შარშანწინ ეეჭვებოდა. მიაჩნდა, რომ ინვესტორი მხოლოდ სიმბოლურ - 1 ₾ შეთავაზებაზე წამოვიდოდა. რადგან ობიექტი 20 მლნ ლარის სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. კალაძეს ბოლო გამოსავლად სახელმწიფო დაფინანსება ესახება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss