| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე სულ $894,4 ათასის ღირებულების 138,8 ათასი კგ ყველი გავიდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბოლო
4 წლის განმავლობაში ქართული ყველის ექსპორტის დინამიკა მზარდია. ყველის ექსპორტზე და
მის პერსპექტივებზე კომპანია ,,ცივის ყველის’’ დამფუძვნებელი გოჩა
ღაღაშვილი გვესაუბრა.
მისი თქმით
ქართულ ყველზე ინტერესი ნამდვილად გაზრდილია.კომპანიის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა აშშ.
ქართული ყველი
ასევე გადის
ჩინეთში. კომპანიის 2022 წლის გეგმა
ისრაელის ბაზარზე შესვლაა, რომელზეც უკვე აქტიურად მუშაობენ.
ღაღაშვილის თქმით
ექსპორტზე ძირითადად სულგუნი გადის,
რადგან იმრული ყველის ტრანსპორტირება მისი ფაქტურიდან გამომდინარე რთულია. ექსპორტზე ინტერესი
2021 წელს ქართული ყველი ექსპორტზე ძირითადად 3 ქვეყანაში გავიდა - აშშ-ში
( $480,2 ათასის, 53,9 ტონა),
სომხეთში - ($345,1 ათასი,
74,6 ტონა), და
ჰონკონგი - ($17,4 ათასი,
1,1 ტონა).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss