ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Snacky“ განვითარებას განაგრძობს
18 თებერვალი, 2022, 12:34
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Snacky“ განვითარებას განაგრძობს

თბილისი (GBC) –  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს.

კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს.

პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

„Snacky“-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს ან რაიმე სახის დანამატს, შესაბამისად, ეს არის საქართველოში პირველი ადგილობრივად წარმოებული ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია, საწარმოს სათანადო ინვენტარით აღჭურვას მოვახმარეთ. პარტნიორობის ფარგლებში, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ“,- აცხადებს „Snacky“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ მამულაშვილი.

„Snacky“-ის არაქისის კარაქი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ კი, კომპანია გეგმავს პროდუქცია ექსპორტზე, ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთსა და უკრაინაში გაიტანოს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები