ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წამლების ექსპორტი საქართველოდან თითქმის მთლიანად რეექსპორტია
17 თებერვალი, 2022, 14:10
წამლების ექსპორტი საქართველოდან თითქმის მთლიანად რეექსპორტია

თბილისი (GBC)- საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 99,1 მლნ. დოლარის წამლები, რაც ერთი შეხედვით მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას მძლავრი ფარმაცევტული წარმოება გააჩნია.

თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არაა - საქართველოდან ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში მართლაც გადის 99 მლნ. დოლარის მედიკამენტები, მაგრამ მათ შორის 81 მლნ. დოლარი რეექსპორტია.

მეტიც. ადგილობრივი ბრენდების ქვეშ გამოშვებული წამლებიც კი ხშირ შემთხვევაში იმპორტულია - მაგალითად, GMP- სავაჭრო ნიშნის ქვეშ იყიდება ცნობილი და პოპულარული ანტიბიოტიკი აზიმაკი, თუმცა, მას საქართველოსთან არანაირი შეხება არ გააჩნია - სინამდვილეში წამალი წარმოებულია რუმინეთში.

ეს ორივე ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ პირველი შთაბეჭდილება არასწორია, და სინამდვილეში ფარმაცევტული წარმოება საქართველოში უკიდურესად სუსტი და განუვითარებელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები