ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა
17 თებერვალი, 2022, 13:45
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

 თბილისი (GBC)- პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და  მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღოწამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები.

 კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა.

მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.

 კანონში ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და თანაბარი მიდგომების უზრუნველყოფას ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის.

 წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტმა იგი დაჩქარებული წესით განიხილა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები