| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქმენეთთან იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა სამხრეთ საგაზო დერეფანს შეუერთდეს, რაც ევროპაში გაზის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის“ - განაცხადა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩმა ერლ ლიტცენბერგმა სააგენტო „ტრენდისთვის’ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, სწორედ სამხრეთ დერეფნის მარშრუტს უკავშირდება ევროპის იმედები ენერგოკრიზისის დაძლევის კუთხით.
„გრძელვადიან პერსპექტივაში გაზი ევროპის ენერგობალანსში ნახშირს ჩაანაცვლებს და და ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე როლი სწორედ სამხრეთ დერეფანს ეკუთვნის’ - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, დერეფანს ასევე შეუძლია მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
„ამ გაზსადენის უპირატესობა ისიცაა, რომ შესაძლებელია მისი მოდიფიცირება სამომავლოდ წყალბადის ტრანსპორტირებისთვის რაც მსოფლიოს პოსტ-ნახშირბადულ ეპოქაში გადასვლას ხელს შეუწყობს“ - განაცხადა ელჩმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss