ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Heritage foundation: საქართველომ შეანელა გზა ეკონომიკური თავისუფლებისკენ
17 თებერვალი, 2022, 11:01
Heritage foundation: საქართველომ შეანელა გზა ეკონომიკური თავისუფლებისკენ

თბილისი (GBC) – „საქართველოს შესაშური გამოცდილება ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ბოლო ათწლეულების მანძილზე შეფერხდა.  სუსტი ფინანსური მდგომარეობის და ბიზნესის შეზღუდული თავისუფლების გამო საქართველოს პოზიციები რეიტინგში გაუარესდა“ - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Heritage foundation-ის ანგარიშში, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგს შეეხება.

საქართველომ ამ სიაში 29- ადგილი დაიკავა, მაშინ, როდესაც 2021 წლეს - მე-12.

შეფასებები გაუარესდა თითქმის ყველა კუთხით - რეიტინგი შედგება 12 კრიტერიუმიდან, და მათ შორის 8-ში გაუარესება დაფიქსირდა, 3 შენარჩუნდა, და მხოლოდ ერთში - ვაჭრობის თავისუფლება - გაუმჯობესდა.

განსაკუთრებით პრობლემურადაა მიჩნეული საკუთრების დაცვა, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, და ასევე ბიზნეს-დავებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ხანგრძლივობა. პრობლემად რჩება ასევე ინვესტიციების გაუმჭვირვალობა და ფინანსური ბაზრის სუსტი განვითარება.

სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მაჩვენებლები რეგიონში საუკეთესოა - სომხეთმა რეიტინგში 58-ე, აზერბაიჯანმა 75-ე, თურქეთმა 107-ე,  რუსეთმა 113-ე. უკრაინამ 130-ე ადგილები დაიკავეს.

რეიტინგის პირველ ხუთეულშია სინგაპური, შვეიცარია, ირლანდია, ახალი ზელანდია, და ლუქსემბურგი.

სიის ბოლოში (173-177) განლაგდნენ ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, კუბა, სუდანი, და ზიმბაბვე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები