ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფოთის თიზ-ში 2 ახალი სამკერვალო ქარხანა გაიხსნება
16 თებერვალი, 2022, 13:31
ფოთის თიზ-ში 2 ახალი სამკერვალო ქარხანა გაიხსნება

თბილისი (GBC) – 2021 წელს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გაიხსნა სამკერვალო საწარმო, რომელსაც ნედლეული ჩამოაქვს ჩინეთიდან, წარმოებულ პროდუქციას კი პოლონეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ყიდის.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა, ამ ეტაპზე საწარმოში 35 ადგილობრივი მოსახლე მუშაობს - განაცხადა თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ აზერბაიჯანულ სააგენტოტრენდთანსაუბარში.

ასევე 2021 წელს თიზ-ში ამუშავდა კიდევ ერთი საფეიქრო საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 130 000 დოლარი შეადგინა. საწარმო პროდუქციას ძირითადად უკრაინაში, აშშ-ში, რუსეთში, ევროკავშირში, და ავსტრალიაში ყიდის.

2022 წელს კიდევ ერთი, ბევრად უფრო მსხვილი სამკერვალო ქარხნის მშენებლობაა დაგეგმილი - პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ. ლარია, ქარხანაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება. წარმოებული პროდუქცია ძირითადად დსთ-ში და ევროკავშირში გაიყიდება.

ასევე იგეგმება ქართულ-ჩინურ-იტალიური კომპანიის SDT Georgia LLC- მიერ ავტოსათადარიგო ნაწილების წარმოების გახსნა. „პირველ ეტაპზე საწარმოსი 60 ადამიანი დასაქმდება, 2023 წელს თანამშრომელთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ. ლარია“ - განაცხადა ებრალიძემ. თიზ-ში ასევე იგეგმება სპილენძის და სხვა ფერადი ლითონების გადამუშავების ტერმინალი, რომელიც ნედლეულს ცენტრალური აზიიდან და ლათინური ამერიკიდან მიიღებს, მზა პროდუქციას კი აფრიკაში და აზიაში გაყიდის.

მთლიანობაში 2022 წლის მანძილზე ფოთის თიზ-ში იგეგმება 26 მლნ. ლარის ინვესტირება და 500 ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები