| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკისა და კომპანია „ლურჯი ველის“ პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება - 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან.
კომპანია „ლურჯი ველი“
ბაზარზე
2015 წლიდან ოპერირებს. მის
მფლობელობაშია
19 ჰა ლურჯი მოცვის
პლანტაცია,
ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ლაითურში.
კომპანია
როგორც
ადგილობრივ,
ისე
საექსპორტო
ბაზრებზე,
ყოველ
წლიურად
100-150 ტონა ლურჯი მოცვის
რეალიზაციას
უზრუნველყოფს
და
სეზონურად
200-ზე მეტ ადამიანს
ასაქმებს.
„ჩვენი
და
საქართველოს
ბანკის
პარტნიორობა
2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის
ფარგლებში
გამოყოფილი
ჯამური
3 მლნ. ლარის ინვესტიციით,
ჩვენ
შევძელით
ბაღების
გაშენება,
მათი
მოდერნიზაცია
და
სწრაფი
გაციების
სამაცივრე
მეურნეობის
მოწყობა.
ჩვენი
მიმდინარე
პროექტი
5 ჰა ფართობზე, მაღალი
გვირაბების
მოწყობას
ითვალისწინებს.
აღნიშნული
ერთგვარ
სათბურს
წარმოადგენს,
პროექტის
განხორციელებით,
ჩვენ
შევძლებთ
მაქსიმალურად
ავირიდოთ
შესაძლო
უამინდობისგან
გამოწვეული
ნეგატიური
შედეგები
და
ველით,
რომ
მომდევნო
წლებში
200-250 ტონამდე გავზარდოთ მოსავლის
რეალიზაცია“,
- აცხადებს ზვიად მირიანაშვილი,
„ლურჯი
ველის“
თანადამფუძნებელი
და
დირექტორი.
„კომპანიამ
უკვე
მიაღწია წარმატებას.
დღეს
კი
მათი
მიზანია,
მაღალი ხარისხის
პროდუქციის
წარმოებით,
ხელი
შეუწყონ
საქართველოს,
როგორც
ლურჯი
მოცვის
მწარმოებელი
ქვეყნის
პოზიციონირებას“,
- აცხადებს საქართველოს ბანკის
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
მიმართულების
ხელმძღვანელი,
ზურაბ
მასურაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss