| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის
ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 935.2 ათასი
სული შეადგინა, რაც წინა
წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.
აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 434.4 ათასი სულით
განისაზღვრა, რაც
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით ჩამორჩება.
ცხვრისა და
თხის ჯამური რაოდენობა 20.8%-ით
შემცირდა და
750.0 ათასი სული
შეადგინა. ღორის
რაოდენობა 161.0 ათასი
სული იყო,
რაც 2.8%-ით ჩამორჩება წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 9.0 მლნ. ფრთა
შეადგინა, რაც
10.9%-ით ჩამორჩება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.1 მლნ. ლიტრი
შეადგინა, რაც
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0%ით ნაკლებია. 2021 წლის რძის
წარმოების წლიური მაჩვენებელი 577.5 მლნ.
ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5%-ით
აღემატება 2020 წლის
შედეგს.
2021 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.0 ათასი ტონა
შეადგინა, რაც
2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.3%-ით ნაკლებია. 2021 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 72.1 ათასი ტონა
შეადგინა, რაც
წინა წლის
მაჩვენებელს 3.9%-ით
აღემატება. 2021 წლის
IV კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო,
რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.7%-ით ნაკლებია.
2021 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.7 მილიონი ცალი
და 2020 წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლები შეადგინა.
Წყარო:საქსტატი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss