| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021
წლის IV კვარტალში საქართველოში 105 ერთეული ცხოველთა და
ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0 % მდებარეობს ქვემო
ქართლის რეგიონში, 18.1 %- კახეთის რეგიონში, 13.3 %- შიდა ქართლის რეგიონში, 13.3 %- იმერეთის რეგიონში, 11.4 %- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო
დანარჩენი 23.8%- სხვა
რეგიონებშია განთავსებული.
2021 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 101.9 ათასი სული
პირუტყვი, სასაკლაოების მიერ 2021 წლის
IV კვარტალში 11 908.4 ტონა
ხორცი იქნა
წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.1 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.0 %- ფრინველის ხორცზე, 24.3 %- ღორის
ხორცზე, 1.4 %- ცხვრისა და თხის
ხორცზე, ხოლო
დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.6 ათას პირს,
საიდანაც 39.8 % შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 971 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი
შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 31.5 ლარი, ცხვრის ან თხის
დაკვლის საფასური - 15.1 ლარი, ხოლო
ღორის დაკვლის საფასური - 27.7 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss