| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღიდან უცხოეთიდან გზავნილები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთად-ერთი თუ არა, მნიშვნელოვანი წყარო იყო. ათწლეულების მანძილზე ამ დარგში უპირობო და ერთად-ერთი ლიდერიო რუსეთი იყო - სხვადასხვა წლებში, მისი წილი გზავნილების მთლიან მაჩვენებელში 60% მიდამოებში მერყეობდა.
ეს რეალობა არ იცვლებოდა წლების მანძილზე, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოზე გავლენის ძლიერი ბერკეტი იყო. ცვლილება დაიწყო საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სამუშაოდ მასიურად სწორედ ევროპაში ჩასვლა დაიწყეს.
თუმცა, რუსეთის წილის ვარდნის მიუხედავად, ის მაინც პირველ ადგილზე იყო - საკმარისია ვნახოთ 2021 წლის სტატისტიკა, სადაც ჩრდილოეთ მეზობელს უკვე მნიშვნელოვნად ავიწროებდა იტალია, თუმცა, პირველ ადგილზე მაინც რუსეთი იყო - მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადარიცხვამ 39,4 მლნ.. ხოლო იტალიიდან - 37, 8 მლნ.. დეკემბერში კი - 39.7 და 37,8 მლნ. დოლარი შეადგინა.
2022 წლის იანვარში მოხვდა საქართველოს ისტორიაში პირველი გარღვევა - გზავნილების კუთხით ლიდერია იტალია - 33,3 მლნ.. ხოლო რუსეთიდან გზავნილების
მოცულობამ 22, 3 მლნ. დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი გზავნილებში პროცენტულადაც არხნახულ მინიმუმამდე - 13%-მდე შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss