| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –პრემიერმა, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ახალი
ინიციატივა წარადგინა, კერძოდ დეველოპერულ ბიზნესს საშუალება ექნება მოიზიდოს დამატებითი ფინანსური რესურსი და
მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა მთავრობისგან ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით. პრემიერის განცხადებით ამ ინიციატივით ეკონომიკას 1-2%-მდე
ზრდა ექნება.
ამ
თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ეკონომისტსა და უძრავი ქონების დარგის ექსპერტს შოთა
გუჯაბიძეს.
გუჯაბიძის განცხადებით სწორი
სუბსიდირება კარგია და აუცილებლად მოიტანს შედეგს. თუმცა ეს
განცხადება მისთვის ცოტა ბუნდოვანია.
„ამ
განცხადებიდან ბევრი
ინფორმაცია არ
ჩანს. აღნიშნული ინიციატივა ზრდას
სავარაუდოდ მოიტანს,მაგრამ მხოლოდ განცხადება ძნელია პროგნოზის გამოსატანად.ამ ეტაპზე ბუნდოვანია რა პირობებით იქნება მთავრობის დახმარება ან
რა კრიტერიუმებით მოხდება სამშენებლო კომპანიების შერჩევა/შეფასება. 1-2%-იანი ზრდა
ამ ეტაპზე ანგარიშებადი არ არის,რადგან მხოლოდ ამ
ინფორმაციით ძნელია რაიმეს გათვლა,საჭიროა მეტი
დეტალები და
ინფორმაცია“-
განაცხადა მან.
მთავრობის პროექტებში კომერციული ბანკიდან აღებული ფულის სუბსიდირების წყარო გაურკვეველია, სავარაუდოდ, ის მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება - აღნიშნული ინიციატივისთვის 2022 წლის ბიუჯეტში ამ ინიციატივაზე თანხა არ
გაწერილა
გუჯაბიძე ეკონომიკის ზრდაში სამშენებლო სექტორის წილის კლებასაც გამოეხმაურა და
აღნიშნულ ფაქტს
ინვესტიციების ინტენსივობის კლებით გამოწვეული ეფექტი უწოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss