| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აფზახმა დეპუტატებმა ვითარების ადგილზე გასარკვევად, ენგურჰესი მოინახულეს. ერთ-ერთმა მათ შორის, გივი კვარჭიამ შექმნილიო მდგომარეობა შეაფასა, როგორც კრიტიკული.
„წლის დონის კლების გამო, ჰესი მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთზე მუშაობს, თანაც არა მთლიანად. ძირითადად აფხაზეთი დღეს ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს.
ჯავის წყალსაცავში ნორმალურ მდგომარეობად ითვლება, როდესაც წლის დონე 440 მეტრზეა, ექსტრემალურ ვითარებაში შესაძლებელია შემცირება 420 მეტრამდე. რეალობაში კი რამდენიმეჯერ წყლის დონე 414 მეტრამდე დაიწია, და საფრთხის ქვეშ დადგა იმ ერთად-ერთი ტურბინის მუშაობა, რომელიც გალს და ოჩამჩირეს ამარაგებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ენგურჰესის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დღე-ღამეში 5 საათით გაეთიშა ელექტროენერგია - ეს ერთად-ერთი შესაძლებლობაა ჰესმა საერთოდ გააგრძელოს მუშაობა, დას არ გაჩერდეს.
ჩვენი აზრი სრულად ემთხვევა ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის აზრს - მოხმარების კატასტროფული ზრდა 2020 წელს დაიწყო. თუ 2019 წელს აფხაზეთი 2 მლრდ. კვტ.ს.-ს მოიხმარდა, 2020 წელს - უკვე 2,5 მლრდ.-ს. 2021-ში კი - 3 მლრდ.-ს. ამის მიზეზიც ყველამ იცის - კრიპტოვალუტების მაინინგი.
სადგურის დირექტორის ლევან მებონიას თქმით, აუცილებელია ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის დანერგვა და ტარიფების თუნდაც თვითღირებულებამდე გაზრდა. ენგურ ჰესის მთლიანი სიმძლავრე წელიწადში 4,3 მლრდ. კვტ.ს. შეადგენს, ჩვენ კი 2021 წელს 3 მლრდ. მოვიხმარეთ - ეს 60%-ზე მეტია, მაშინ, როდესაც შეთანხმებით აფხაზურ მხარეს 40% მეკუთვნის.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოხმარების ზრდას, და წარმოვიდგენთ, რომ რუსული ელექტროენერგია არ გვექნება - ჰესის ორმხრივი მუშაობა აზრს კარგავს, რადგანაც ქართულ მხარესაც სურს თავისი წილის მიღება. ჩვენი მოთხოვნა კი თითქმის 100% შეადგენს.
ერთი სიტყვით, რაც ვნახეთ, ცხადყოფს, რომ ჩვენ უკან მოუბრუნებლობის ზღვარს უკვე მიუახლოვდით, და მალე მივაღწევთ მას, თუ სასწრაფოდ არ დავიწყებთ ელექტროენერგიის აღრიცხვის და კონტროლის სისტემის დანერგვას“ - განაცხადა დეპუტატმა ekhokavkaza-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss