ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის მინისტრი მთავრობის ახალ ინიციატივას მიესალმება
14 თებერვალი, 2022, 16:49
ეკონომიკის მინისტრი მთავრობის ახალ ინიციატივას მიესალმება

თბილისი (GBC) – პრემიერის ინიციატივა, რომელიც  სამშენებლო სექტორის მაქსიმალურად სტიმულირებას ითვალისწინებს, ჩვენი მონახაზით, ეკონომიკაში მოგვიტანს ზრდას და წაახალისებს ისეთ სექტორს, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ამ სექტორში როგორც სოციალურად დაუცველი, ისე ამ სტატუსის არმქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი საშუალებები უნდა გავაჩინოთ.

 „ჩვენ ამ ინიციატივებით, რაც პრემიერს გააჩნია, შიდა რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ დამატებით ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე, მაგრამ რა რესურსებიც გაგვაჩნია, მის აქსელერაციას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ ინიციატივის აზრი პრემიერმა განმარტა და როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა გულისხმობს, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების მობილიზება შეძლოს სამშენებლო სექტორმა, იმ კომპანიებმა, ვისაც გამოცდილება გააჩნია და უფრო სწრაფად მოხდეს ძირითადი სახელმწიფო საჭიროებების მოგვარება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის რესურსების სიმცირიდან გამომდინარე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები