| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერით, 12 თებერვალს, არტარეას გალერეაში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„ექო“
აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული
მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს.
„ექო“ ოთახია,
სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე
გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ
პლანშეტი აქვს, რომლის
ეკრანზეც ნელ-ნელა
კითხვები ისახება.
POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის,
Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა).
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი
- წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია
იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss