ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა
11 თებერვალი, 2022, 12:27
მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (GBC) –2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა,რაც 1.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2020-958317).

აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი(2020-783 705 პირი), რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი - კაცი. რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი - იმერეთში, 10.8 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.

სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა,რაც 1.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე(2020- 174612), საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს - კაცები.

2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა,რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე(2020-330943), ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 174 379(2020- 146619). რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.

წყარო: საქსტატი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები