ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აფხაზმა ენერგეტიკოსებმა განრიგის გამკაცრების მიზეზები განმარტეს
11 თებერვალი, 2022, 11:09
აფხაზმა ენერგეტიკოსებმა განრიგის გამკაცრების მიზეზები განმარტეს

თბილისი (GBC) – აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიაჩერნომორენერგო“- ტექნიკური სამმართველოს უფროსის რუსლან კვარჩიას თქმით, ენერგომომარაგებაში განრიგის შემოღება, და შემდეგ მისი გამკაცრება გამოწვეულია იმით, რომ რესპუბლიკაში მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე რუსეთიდან შემოდის და ენგურ-ჰესზე იწარმოება.

იანვარ-თებერვალში წესით უნდა დაგვეხარჯა 230 მლნ., ხოლო მარტში 180 მლნ, კვტ. ენერგია, მაგრამ ხარჯმა ეს მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ჩვენ ვერ მივიღებთ მეტ ენერგიას რუსეთიდან, რადგანაც ეს რაოდენობა უკვე შეთანხმებულია. ვვარაუდობდით, რომ საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მოხმარება იმდენად დიდი და უკონტროლოა, რომ ამაზე უკვე საუბარიც კი არ მიდის“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ძირითადად შეეხება აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს, ხოლო აღმოსავლეთ რეგიონები - ძირითადად, გალი და ოჩამჩირე - ენგურჰესიდან მარაგდება, სადაც საკმაოდ რთული მდგომარეობაა. „ჯავის წყალსაცავში მარაგი თითქმის კრიტიკულ დონეზეა, ამიტომაც მოგვიწია შეზღუდვების შემოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლო მომავალში ელექტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს. იმედია, აპრილის ბოლოს-მაისში წყალდიდობების სეზონი დაიწყება, და მარაგი ნორმალურ დონემდე აღდგება“ - განაცხადა კვარჩიამ.

ელექტროენერგიის მიწოდების განრიგი აფხაზეთში 7 თებერვალს ამოქმედდა. ზამთრის სეზონი, კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგი, და ინფრასტრუქტურის მოძველება - ესაა დღევანდელი აფხაზეთის ენერგოსისტემის მთავარი პრობლემები

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები