ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა მილიონს უახლოვდება
10 თებერვალი, 2022, 16:00
ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა მილიონს უახლოვდება

თბილისი (GBC) - ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები მზარდია. კერძოდ, აბონენტების რაოდენობა 973 ათასს შეადგენს, ხოლო მხოლოდ ნოემბერში ინტერნეტ პროვაიდერებმა შემოსავლის სახით 25 მლ ლარი მიიღეს - წლიურად 6.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელი.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, შემოსავლების ყველაზე დიდი წილი კვლავ ფიზიკურ პირებზე მოდის - 18 მლნ ლარი ერთ თვეში.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით ბაზრის ლიდერი კომპანია მაგთია - მასზე მთლიანი ბაზრის 49% მოდის. 30% უკავია სილქნეტს, 6.1% ახალი ქსელების ჯგუფს, 5.2% სქაიტელს, დარჩენილი წილი კი სხვა მცირე კომპანიებზე მოდის. შემოსავლის სეგმენტშიც ბაზრის ლიდერი მაგთია - 47% - კომპანიის შემოსავლები წლიურად 0.8 მლნ ლარით გაიზარდა და ნოემბერში 11.7 მლნ ლარი შეადგინა.

იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის კუთხით ბაზრის ლიდერობას მაგთის სილქნეტი ართმევს  - კომპანიაზე სექტორის მთლიანი შემოსავლის 44.5% მოდის. მაგთის წილი კი 37.8%-ს შეადგენს.

იურიდიული პირი აბონენტების ARPU (საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) დიდად აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების ამ მაჩვენებელს. კერძოდ, იურიდიული პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 152 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში კი ARPU 19.4 ლარს შეადგენს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები