ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბანკის ხელშეწყობით დიო ექსპორტზე გასვლას გეგმავს
10 თებერვალი, 2022, 11:52
საქართველოს ბანკის ხელშეწყობით დიო ექსპორტზე გასვლას გეგმავს

თბილისი (GBC) –  საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  ერთობლივი პროექტი კვლავ გრძელდება. პროექტის მიზანს მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უკვე 20-ზე მეტმა მონაწილე კომპანიამ მიიღო დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები და ტრენინგები. მათ შორისაა კომპანიადიო“.

დიოუკვე 26 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 70-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას, სლაიდურ სისტემებს და სხვა. „დიო“ 3 საწარმოო სივრცეს აერთიანებს და 200-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა წარმოებისა, კომპანია მომხმარებელს საკონსულტაციო, აზომვით და სამონტაჟო სერვისებსაც სთავაზობს.

ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი მომხმარებელთა სექტორის და პროდუქციის გაფართოებააასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ამ მიმართულებით არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს კომპანიას, ამიტომ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში ჩართულობა და ექსპორტის თემატიკაზე მიღებული კვალიფიციური რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობსდიოსდამფუძნებელი ირმა დაუშვილი.

 „კომპანიადიოწლების მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება, ავითარებს პროდუქციას და დღეს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ერთ-ერთი მოწინავე ბიზნესია. უახლოეს მომავალში, „დიოსპროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი“- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები