| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კვლევითმა ცენტრმა Worldpopulation-მა გამოაქვეყნა განზრახ მკვლელობათა მორიგი რეიტინგი, რომელიც ასახავს სიტუაციას 205 ქვეყანაში. რეიტინგი ითვლის მკვლელობების სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით 100 000 -ს ადამიანზე.
ყველაზე მძიმე მდგომაროეობა სალვადორში - 52,04 მკვლელობა 100 000- მოქალაქეზე. ლიდერების ხუთეულში ასევეა იამაიკა (43,8), ლესოტო, (43,5), ჰონდურასი (38,9), და ბელიზი (37,9). ტრადიციულად მკვლელობების დიდი რაოდენობით გამოირჩევა ლათინური ამერიკა - მათ შორის ვენესუელა (36,6), მექსიკა (29.07), ბრაზილია (27,3), კოლუმბია (25,3), გვატემალა (22,50), ურუგვაი (12,06).
საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი შტატებში - 4,9 მკვლელობა 100 000 ადამიანზე.
საქართველო რეიტინგში 117-ე ადგილზეა - 2,2 მკვლელობა 100 00 მოქალაქეზე.
რეგიონის ქვეყნებს შორის მაჩვენებელი ასე განაწილდა - სომხეთი - 1,69, აზერბაიჯანი - 2.2, ირანი - 2,5, თურქეთი - 2,6, ყაზახეთი - 5.06, უკრაინა 6,08, რუსეთი - 8,2 მკვლელობა 100 000-ზე.
რეიტინგში საუკეთესო პოზიციები აქვთ ევროპის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს - ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში ხდება 0,5-დან 1,5 მკვლელობამდე.
გამონაკლისია მხოლოდ ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი - 2.12, ლატვია - 4,6, და ლიეტუვა - 4,5. საუკეთესო პოზიციები რეიტინგში აქვთ ჯუჯა-სახელმწიფოებს - სან-მარინოს, მონაკოს, ანდორას, და მენის კუნძულებს.
სრულფასოვან სახელმწიფოებს შორის საუკეთესო ხუთეულშია სინგაპური - 0.16, იაპონია - 0.26, სენეგალი - 0,27, ომანი - 0,27, და ლუქსემბურგი - 0,34.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss