| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოვალუტების მაინინგზე, უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთის ბევრი მოქალაქისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელმაც პანდემიის დროს მრავალი ოჯახი გადაარჩინა. ამიტომაც ამ შემთხვევაში არ არსებობს მარტივი გამოსავალი - ავკრძალოთ, და მორჩა. ასე არ გამოვა“ - განაცხადა აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ლაკრბამ რადიოსადგურ ekhokavkaza-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, კრიპტოვალუტა - არის შესაძლებლობათა ფანჯარა, რომლის გამოყენებაც დროულად და სწორად უნდა მოხვდეს.
„ცალსახაა, რომ აფხაზეთს არ შეუძლია თავისი რესურსებით უზრუნველყოს სამრეწველო მასშტაბების მაინინგი, ხოლო უკონტროლო მოპოვებამ უკვე გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა. ელექტროენერგიის ჭარბმა მოხმარებამ მოსახლეობს ელექტროენერგიის, ხოლო მაინერები - მოპოვების საშულების გარეშე დატოვა. ფაქტია, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, და აუცილებელია ამ საკითხი საზოგადოებაში ფართო კონსენსუსის მიღწევა“ - მიიჩნევს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, კრიპტომაინინგმა აფხაზეთის ეკონომიკაზე გარკვეულწილად დადებითი გავლენაც მოახდინა.
„მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარი და საქმიანი აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს დადებითი მოვლენაა. თანაც, აფხაზეთისთვის, რომელსაც საკუთარი ეროვნული ვალუტა არ გააჩნია, ვირტუალური ფული ალტერნატიულ ფინანსურ ბაზრებზე წვდომის კარგი შესაძლებლობაა. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ამიტომაც არ ვსაუბრობთ კრიპტომაინინგის აკრძალვაზე“ - განაცხადა ირაკლი ლაკრბამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss