ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ $239.3 მლნ-ის 80.5 ათასი ტონა ღვინო გავიდა
9 თებერვალი, 2022, 14:04
2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ $239.3 მლნ-ის 80.5 ათასი ტონა ღვინო გავიდა

თბილისი (GBC)- ეს  13.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2020 წელს ექსპორტზე სულ $210.3მლნ-ის 68.8 ათასი ტონა ღვინო გავიდა.

თუკი 2020 წელს ექსპორტული ღვინის საშუალო ფასი 1 ლიტრზე $0,32 იყო, 2021 წელს ფასი სულ მცირედით გაიზარდა და $0,33  შეადგინა.

ქართული ღვინია იმპორტის კუთხით რუსეთი ლიდერობს, სადაც  2021 წელს  სულ $130.8 მლნ-ის 47.4 ათასი ტონა ღვინო გავიდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 54.7%-ია.

მეორე ადგილზეა უკრაინა, - $25.2 მლნ-ის 9.6 ათასი ტონა  (ექსპორტის 10.5%).

მესამეზეა ჩინეთი, სადაც  2021 წელს $16.3 მლნ-ის 4.4 ათასი ტონა გაიყიდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,8%-ია.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყანათა ტოპ-5-ში   ევროკავსირის მხოლოდ ერთი წევრია (პოლონეთი), ათეულში კი ოთხი (პოლონეთი,ლატვია,გერმანია და ლიეტუვა). ამ ოთხ ქვეყანაში ჯამში $23,9 მლნ-ის 7.6 ათასი ტონა ღვინო გავიდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 10%-ია.

2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სულ $28.7მლნ-ის 8.7 ათასი ტონა ღვინოს ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12%-ია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები