ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასფექი“ განვითარებას განაგრძობს
9 თებერვალი, 2022, 11:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასფექი“ განვითარებას განაგრძობს

თბილისი (GBC) –   საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. მონაწილე კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიააკავკასფექი“.

2011 წლიდან, „კავკასფექიერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - აშშ-ში, კანადაში, პანამაში, თურქეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

დღეს კომპანია 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. „კავკასფექსეკომეგობრული მიდგომა გამოარჩევს. მისი პროდუქცია გადამუშავებული ბოთლებისგან იწარმოება.

კავკასფექის ფუნდამენტურ პრინციპს ეკოლოგიაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის მიერ გამოყენებული პლასტმასის ბოთლი არ ხვდება ბუნებაში და მისი რეციკლირების საფუძველზე, ვიღებთ ახალ პროდუქტს. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტურობის გაზრდაა. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვიყოთ უფრო მოქნილები და გაზრდილი შესაძლებლობების საფუძველზე, გავხდეთ მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებსკავკასფექისდირექტორი და დამფუძნებელი, ამირან ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები